“mysterium cosmographicum”
18 ივნისი, 2014
“mysterium  cosmographicum” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"mysterium cosmographicum" - ამ თემაზე მოხსენება დღეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაკეთდა.

თემა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინური პროგრამის დოქტორანტმა ლია კუპრეიშვილმა წარადგინა. 

შეხვედრაზე საუბარი იყო შუა საუკუნეებში ასტრონომიულ და თეოლოგიურ წარმოდგენაზე ციური სხეულების შესახებ. 

"დღევანდელი ლექცია ეხებოდა შუასაუკუნოვან კოსმოგრაფიას, თუ როგორ აღიქმებოდა სამყარო და ციური სხეულები შუა საუკუნეებში. ავირჩიე ეს თემა იქიდან გამომდინარე, რომ მქონდა საშუალება და სივრცე და ვიფიქრე, რომ ახალგაზრდების დაინტერესებაც იქნებოდა" - აღნიშნა ლია კუპრეიშვილმა. 

ეს იყო ამ სეზონის ბოლო მოხსენება. ლექციათა ციკლი სასწავლო წლის განახლებასთან ერთად აღდგება. მოხსენება გაკეთდა პროექტ "Sapere Aude"-ს ფარგლებში. პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით ხორციელდება. როგორც თავად ორგანიზატორები ამბობენ, პროექტის ფარგლებში ყველას ეძლევა საშუალება, ჩაატაროს ლექცია-სემინარი სხვადასხვა საკითხზე, შესაბამისად, ის თემებისა და აუდიტორიის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary