ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გერმანიის ფედერალური პარლამენტის - ბუნდესტაგის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ ქრისტიან სოციალური კავშირის პარტიის წევრი, დოქტორი მარტინ პეტცოლდი შეხვდა.
მარტინ პეტცოლდი ბუნდესტაგში პერმანენტულ ანგარიშებს ამზადებს საქართველოსა და სომხეთის შესახებ.
მოხსენების ფარგლებში მან ახალგაზრდებს გააცნო საკუთარი თავი, ისაუბრა ევროპისა და მისი ღირებულებების შესახებ, ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საქართველოსა და სომხეთის მიმართ, ხაზი გაუსვა საქართველოს წინსვლას მთელ რიგ საკითხებში.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო ახალგაზრდების აზრი, თუ რას ფიქრობენ ისინი ევროკავშირთან ინტეგრაციასა და საქართველოს მომავალზე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ შევძლო სააქართველოსა და სომხეთის დარწმუნება, განაგრძონ სვლა ევროპისკენ" - განაცხადა მარტინ პეტცოლდმა.
მოხსენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გადავიდა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები შეეხნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და ევროპის ქმედუნარიანობას, დაიცვას საქართველო აგრესიის შემთხვევაში.