უნდა იღებდნენ თუ არა სქესობრივ განათლებას სკოლაში?!
19 ივნისი, 2014
 უნდა იღებდნენ თუ არა სქესობრივ განათლებას სკოლაში?! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"უნდა იღებდნენ თუ არა სქესობრივ განათლებას სკოლაში?" - ამ თემატიკით განიხილეს დღეს ლიბცენტრის წევრებმა აღნიშნული პრობლემა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი მხარე, ერთი, ვინც ამტკიცებდა, რომ დასაშვები და აუცილებელია მათი ჩაშვება, როგორ აპრობირებული საგანი სკოლაში, ხოლო მეორე მხარე, რომელიც ამტკიცებდა საწინააღმდეგოს, წინააღმდეგობა შეეხებოდა ინფორმაციის მიწოდების ფორმებს და არა ინფორმაციის მიუწოდებლობასა და საერთოდ, ვაკუუმს, ანუ მათი განცხადებით, ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს ორი დისციპლინის: სამოქალაქო განათლებისა და ანატომიის ერთმანეთთან შერწყმით, ამასთან ერთად ფსიქოლოგის კონსულტაცია, რომელიც ინფორმაციის სწორად მიწოდებას და ახალგაზრდების ამ მხრივ განათლებას მოგვცემს. ორივე მხარის პრეზენტაცია წარმოადგენდა მოკლე მიმოხილვას სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკური მონაცემებისა და მათი რეალობაში მოქცევის ამოცანებისა, საუბარი იყო, როგორც ფსიქოლოგიურ,ისე ბიოლოგიურ ასპექტში. 

მხარეების პოზიციის წარმოდგენის შემდეგ არგუმენტები შეაჯამა და ანალიზი გაუკეთა მენტორ –ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო მონაწილეებს და სიამაყით განვაცხადო, რომ ისინი არიან ის ადამიანები, ვინც ცდილობენ განვითარდნენ, დაამსხვრიონ სტერეოტიპები და იაზროვნონ რეალურად, ამის თქმის საშუალებას მაძლევს აქ ნათქვამი ბევრი საინტერესო ფრაზა, ფაქტი და მოვლენა, რომელიც დღეს საზოგადოების მეტწილად გაღიზიანებას ან უარეს შემხთხვევაში, ურეაქციობას იწვევს. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი დებატების თუ დისკუსიის მონაწილე ბევრი ახალგაზრდა იქნება".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary