შემეცნებითი ვიქტორინა თსუ-ში
20 ივნისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებულმა შემეცნებითმა კლუბმა სტუდენტებს შემეცნებითი და სახალისო ვიქტორინა მოუწყო.

კლუბი არსებობის ერთ წელს ითვლის, როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, მათ მოახერხეს ბევრი საინტერესო პროექტისა თუ ღონისძიების ჩატარება, კლუბის საქმიანობის შესახებ მისი ხელმძღვანელი ლუკა კარკაძე საუბრობს: “ვფიქრობ, რომ საინტერესო აქტივობებს ვახორციელებთ სტუდენტებისათვის, მაგალითად, ჩვენი წინა ღონისძიება შეეხებოდა მწერალ დავით ტურაშვილის წიგნის პრეზენტაციას, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, აღსანიშნავია საქველმოქმედო პროექტი, რომლის მეშვეობითაც დავეხმარეთ ბავშვთა სახლს „მომავლის გზა“, ვაწყობთ პოეზიის საღამოებს, დისკუსიებს და სხვადასხვა სახის შეხვედრას ცნობილ ადამიანებთან, მე პირადად გამოვყოფდი ირაკლი ჩარკვიანის საღამოს, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რაც შეეხება დღევანდელ ვიქტორინას, ის „რა? სად? როდის?“ტიპის გახლავთ, დასმული იქნება 40 სხვადასხვა თემატიკის კითხვა არამხოლოდ შემეცნებითი, ასევე სახალისო. სტუდენტები აპლიკაციის შევსების საფუძველზე დავაკომპლექტეთ გუნდებად, მონაწილეობას იღებს 10 გუნდი, გუნდი შედგება მაქსიმუმ 5 სტუდენტისაგან, რაც შეეხება მხარდაჭერას, სისტემატურად მხარში გვიდგას უნივერსიტეტის PR დეპარატამენტი, ბიბლიოთეკა, რომელიც საუკეთესო მოთამაშეს წიგნებით აჯილდოვებს და ასევე ჩვენი მხარდამჭერია გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენ მიერ დაგეგმილ პროექტებში, ის დღეს გამარჯვებულ გუნდს წიგნებით დააჯილდოვებს“.

დღევანდელი ვიქტორინის მონაწილე ლედი ჯალაღონია აღნიშნავს: “ამ კლუბის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში ხშირად ვღებულობ მონაწილეობას და მგონია, რომ ძალიან კარგი საშუალებაა მსგავსი ვიქტორინები სტუდენტების დასვენებისა და შემეცნების ასამაღლებლად“.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary