„სამართალი აფხაზეთს“
20 ივნისი, 2014
                                               „სამართალი აფხაზეთს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის მედიათეკაში კონფერენცია-გამოფენა გაიმართა სახელწოდებით - "სამართალი აფხაზეთს", სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების, ქალების, ხანდაზმულების, ავადმყოფების მასობრივი წამებისა და ხოცვა-ჟლეტვის ამსახველი მასალა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო ,,აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო" .

,,ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთზე და, ზოგადად, 1993 წელს განვითარებულ მოვლენებზე, იმ საშინელი კადრებისა და ვიდეომასალის შესახებ, რაც 1993 წლის 27 სექტემბერს მოხდა. ეს არის ღონისძიება, რომელიც ეფუძნება 1993 წლის გენოციდსა და ეთნოწმენდას აფხაზეთში" – განაცხადა "აფხაზეთის ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს" თავჯდომარემ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტმა ბესიკ ექსეულიძემ.

კონფერენცია–გამოფენაზე ასევე საუბარი იყო საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, თუ რამდენად უახლოვდება იგი თავის პოლიტიკით ნატოს და რა უფრო სასარგებლოა საქართველოს წარმატებული მომავლისთვის: ცივილურ ქვეყნებთან ურთიერთობა და დაახლოება თუ რუსეთთან კავშირი. ,,ქართველებმა მტკიცედ უნდა გადაწყვიტონ, რეალურად რა უნდათ?! სვლა ევროპისკენ თუ არაცივილურ ქვეყანასთან კავშირი" - აღნიშნა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, აფხაზეთიდან დევნილმა გოჩა გვარამიამ და დასძინა: "მოხარული ვარ, რომ მომავალი თაობა დაინტერესებულია იმ თემით, რომლის შესახებაც ისტორიიდან ნაწყვეტ–ნაწყვეტ თუ იცის. დიახ, ეს არის ისტორია, რომელიც ახალგაზრდებმა უკვე თავის მომავალ თაობებს უნდა გადასცენ". 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტ თამთა კვარაცხელიას თქმით, "მივესალმები მსგავს აქტივობებს. აფხაზეთი ჩვენი ტკივილია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, უნდა გავიგოთ, გავიზიაროთ ის დიდი ტკივილი, რაც 1993 წელს იყო და რაც აფხაზეთს უკავშირდება".

ღონისძიება კითხვა–პაუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary