გაიჯანსაღე ცხოვრება!
22 ივნისი, 2014
  გაიჯანსაღე ცხოვრება! ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"გაიჯანსაღე ცხოვრება!" - ღონისძიება ამ სახელწოდებით ახლაც გრძელდება თავისუფალ უნივერსიტეტში.

კამპანია ინიცირებულია "კოკა-კოლას" მიერ, ხორციელდება "ცელა საქართველოსა" და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პარტნიორობით. 

ნათია რატია თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენელია, მისი თქმით, "გაიჯასაღე ცხოვრება" ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პროპაგანდას. 

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნათია ჩომახიძემ აღნიშნა, ღონისძიებაზე იგეგმება უამრავი გასართობი სტუმრებისთვის, როგორიცაა ველოსიპედით მთიდან დაშვება პროფესიონალების მიერ, თოკით ჩამოსრიალება, რომელშიც ორმოცდაათი ადამიანი შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ამასთან ერთად, ღონისძიებაზე იქნებიან მხატვრები, რომლებიც მოხატავენ სტუმრებს.

მაიკო მარეხიშვილი ღინისძიებაზე სტუმრის რანგში იმყოფებოდა. მას დღევანდელი აქციის შესახებ ინფორმაცია მეგობარმა მიაწოდა. მაიკომ აღნიშნა, რომ თავად ჯანსაღი ცხოვრების წესს მიყვება და მისთვის სასიამოვნოა მსგავს ღონისძიებებზე დასწრება. ის მოუწოდებს ყველა მსურველს, მივიდნენ თავისუფალ უნივერსიტეტში და გაიჯანსაღონ ცხოვრება.

დავით გრატიაშვილი ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფება მეგობრებთან ერთად. ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებებში. დავითი მოუწოდებს ახალგაზრდებს, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary