საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლის სოლო კონცერტი
22 ივნისი, 2014
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ანსამბლის სოლო კონცერტი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის, გოგონათა ანსამბლის ,,იავნანას" სოლო კონცერტი გაიმართა.

კონცერტი შედგებოდა სამი ნაწილისგან. პირველი ნაწილი დაეთმო საგალობლებს, რომელშიც 10 საგალობელი შედიოდა. მეორე ნაწილში წარმოდგენილი იყო 10 სიმღერა აღმოსავლეთ საქართველოს სიმღერებიდან, ხოლო მესამე ნაწილი დაეთმო დასავლეთ საქართველოს სიმღერებს.

ღონისძიება ანსაბლ ,,იავნანას" ხელმძღვანელმა გიორგი სუხიშვილმა გახსნა: ,,ანსამბლი ,,იავნანა" წელს მართავს რიგით მე-4 სოლო კონცერტს. წელს შეგვისრულდა 6 წელი დაარსებიდან. ყოველი წლის ბოლო გვაქვს საანგარიშო კონცერტი. ესეც ერთ-ერთი მათგანია".

დამსწრე საზოგადოების წინაშე გუნდი ,,იავნანა", ძირითადად, ახალი წევრებით წარდგა.
,,ერთი წელია, რაც ამ გუნდში ვარ. პირველად მივიღე ანსამბლის სოლო კონცერტში მონაწილეობა. ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციურია. მიხარია, რომ დღევანდელი დღე შედგა" – განაცხადა ანსამბლის წევრმა ნინო დვალიძემ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მიხა ფილფანმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავს ღონისძიებებს. ღონისძიებებს, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულნი ახალგაზრდები და არ გაძლევენ საშუალებას დაივიწყო ტრადიციული ქართული საგალობლები თუ სხვადასხვა კუთხის სიმღერა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary