ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია
23 ივნისი, 2014
ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაირონის მე-40 საერთაშორისო კონფერენცია - "ბაირონი დედანსა და თანგმანში" გაიმართა.

კონფერენციაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, თსუ-ს სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე მსოფლიოს 20 ქვეყნის 100 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. დელეგატებს შორის იყვნენ ინგლისელი პოეტის პირდაპირი შთამომავლები: ლორდ ბაირონი, ლედი ბაირონი, გრაფი ლიტონი და გრაფინია ლიტონი.

კონფერენციის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში 43 მოხსენებას წაიკითხავენ.

ბაირონის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 1974 წლიდან იმართება ბაირონთან დაკავშირებულ რომელიმე ქვეყანაში, სადაც მიმდინარეობს ბაირონის შემოქმედების საფუძვლიანი კვლევა. დღეს მსოფლიოში მუშაობს ორმოცზე მეტი ბაირონის საზოგადოება, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა. 1809-1811 წლებში ლორდ ბაირონმა იმოგზაურა აღმოსავლეთში. საქართველოში ჩამოსვლა მას არ დასცალდა, თუმცა, ასეთი გეგმა გაცხადებული აქვს სატირაში "ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები" (1809), სადაც პოეტი საქართველოს "სილამაზის მშობლიურ მხარედ" მოიხსენიებს. "დონ ჟუანში" ქართველი ქალი მან სილამაზის ეტალონად გამოაცხადა.

შეხვედრა თსუ-ს პროფესორის, თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორის, ინესა მერაბიშვილის გამოსვლით დაიწყო. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა მისი ინგლისურენოვანი წიგნი - "ინესა მერაბიშვილი, შეხვედრა ლორდ ბაირონთან".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary