საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის "ეკონომიკური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება" ფარგლებში პაატა შეშელიძის საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე "თავისუფლება და კანონი" (ბრუნო ლეონეს მიხედვით).
"ამ სემინარების მანძილზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მთავარი კითხვა ის არის, არის თუ არა დემოკრატია ყველაზე სამართლიანი სისტემა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ დაცულები, როგორც საკუთრების მხრივ, ისე სამართლის მხრივ. ხშირად კანონი და სამართლიანობა დაპირისპირებაში მოდის" - განაცხადა ლექტორმა პაატა შეშელიძემ.
დღეს პროექტის ფარგლებში ბოლო ლექცია ჩატარდა. ამით ამოიწურა ლექციების ციკლი. ის პირები, რომლებიც დაესწრნენ მინიმუმ 9 ლექციას, სერთიფიკატის ასაღებად ტესტირების გავლა მოუწევთ.
ღონისძიების ორგანიზატორია ეკონომიკური სკოლა საქართველო, ხოლო ფინანსური მხარდამჭერია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი.