სოზარ სუბარი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია
23 ივნისი, 2014
სოზარ სუბარი კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის უნივერსიტეტს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტსა და სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, მოგვიანებით კი მინისტრმა საჯარო ლექცია გამართა სტუდენტებისთვის.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ეს მემორანდუმი საწინდარი იქნება სასიკეთო ძვრისა და ჩვენი კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება. ხედვები, ახალი იდეები, რომლებიც შეიძლება თქვენგან წამოვიდეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად, თუკი ჩვენ შევძლებთ, რომ წარმატებულ სტუდენტებს მიეცეთ ჩვენთან სტაჟირების საშუალება და მომავალში დასაქმების პერსპექტივა, ძალიან ბედნიერი ვიქნები” - განაცხადა მინისტრმა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სოზარ სუბარმა ლექციის ფარგლებში ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებთან გამკლავებაც უწევს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (სუიციდი, პატიმრების რაოდენობა, დაავადებები, „მაყურებლები“, „ქურდები“).

,,ევროპულ ქვეყნებში წელიწადში სუიციდის დაახლოებით 10-15 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალი, დაახლოებით, 5-6 შემთხვევაა. ჩვენ შარშან დავიწყეთ სუიციდის პრევენციის პროგრამა, რაც მეტად ეფექტური გამოდგა, ვინაიდან ნოემბრიდან დღემდე თვითმკვლელობის მხოლოდ 1 აქტი განხორციელდა” - აღნიშნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა იმ დაავადებებზე, რომლებიც სერიოზულ პრობლემას უქმნიან პატიმართა ჯანმრთელობას (C ჰეპატიტი; ტუბერკულოზი) და მათთან ბრძოლის მეთოდებსა და ღონისძიებებზე, მისი თქმით, ციხეში არსებობს პროფესიული სასწავლებლებიც, სადაც პატიმრები ეუფლებიან სხვადასხვა ხელობას (თექა, მინანქარი, ხეზე მუშაობა, ელექტროობა და ა.შ).

ლექციის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მადლობა გადაუხადა მინისტრს ვიზიტისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობა უფრო გაღრმავდება და უფრო საქმიან ფაზაში გადაიზრდება.

,,პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ამ მემორანდუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, განსაკუთრებით კი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რადგან ნებისმიერი სიახლე, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ეხება, ხელმისაწვდომი იქნება ჩვენთვის, ამით კი შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს საზოგადოებას და ხელი შევუწყოთ მათი უფლებების დაცვას” - გვითხრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა მანანა მორჩილაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary