ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრი
25 ივნისი, 2014
ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ქართული უნივერსიტეტები (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი) მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც 2014 წლის დეკემბერში აზერბაიჯანში გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოხსენებული უნივერსიტეტების ბაკალავრებსა (მესამე-მეოთხე კურსი) და მაგისტრანტებს. თითოელი უნივერსიტეტიდან წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი გუნდი, რომელიც დაკომპლექტდება ოთხი წევრისგან. ადგილობრივ შეჯიბრში მონაწილე 5 ჯგუფიდან გამოვლინდება 2 გამარჯვებული, რომლებიც გაემგზავრებიან აზერბაიჯანში და იქ განაგრძობენ ასპარეზობას.

შეხვედრას ესწრებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი შარვაშიძე, რომელმაც ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიება ქართველი ახალგაზრდებისთვის: ,,ვფიქრობ, რომ ეს შეჯიბრი მეტად საინტერესო აღმოჩნდება, რადგან ამით სტუდენტები შეიძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც უნდა ჰქონდეს ყველა კურსდამთავრებულს. ეს მნიშვნელოვანია მათი დასაქმებისა და წარმატებისთვის".

,,ბიზნესადმინისტრირება - ეს ის დარგია, რომელიც ფართო აუდიტორიაში არ ისწავლება. ეს ის სფეროა, რომელსაც სჭირდება გარკვეული პრაქტიკა, ამის საშუალებას კი კომპანია ,,British American Tobacco" აძლევს ჩვენს სტუდენტებს. მივიჩნევ, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება" - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.

შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი, რომლებიც პრეზენტაციის საშუალებით გაეცნენ პროექტის დეტალებს.

,,მივესალმები ასეთი პროექტების არსებობასა და განვითარებას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს სტუდენტებს, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი, ამასთანავე, ეს პროექტი დაგვეხმარება, რომ შევადაროთ საკუთარი ცოდნა სხვა უნივერსიტეტების ცოდნას, ამით კი მივხვდებით, თუ რამდენად კონკურენტუნარიანნი ვართ" - გვითხრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მარიამ მუყაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ხუთ უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,British American Tobacco" (BAT)", ამერიკული განათლების აზერბაიჯანულ ალუმნი ასოციაციას (AAA) შორის.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary