,,ჩემი აფხაზეთი“
25 ივნისი, 2014
,,ჩემი აფხაზეთი“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,დევნილთა სოლიდარობის ცენტრის" ინიციატივით სამების საკათედრო ტაძარში ლიტერატურული ღონისძიება ,,ჩემი აფხაზეთი" გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთიდან დევნილმა პოეტებმა, მათ გვერდით იყვნენ სხვადასხვა რეგიონის პოეტებიც.

შეხვედრის მიზანი იყო უცნობი პოეტების პოპულარიზაცია და მათთვის ეკონომიკური თუ სხვა სახის დახმარების გაწევა.

სამაჩაბლოდან დევნილი პოეტის ციცინო ბაბუციძის თქმით, ,,დევნილთა სოლიდარობის ცენტრმა" წარმოადგინა აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონი: "ჩვენი მიზანია, რომ ადამიანები, რომლებიც სარეკლამო რგოლების გარეშე ვერ ახდენენ თავიანთი თავების რეალიზებას, გავაცნოთ საზოგადოებას. ასეთ ადამიანებს ჩვენ ვეხმარებით წიგნებისა და ბროშურების დაბეჭდვაში და როგორც შეგვიძლია, ვცდილობთ, გვერდში დავუდგეთ. ახალგაზრდების შექმნილი პოეზია მისასალმებელია ჩვენი მხრიდან. საინტერესო და განსხვავებულია მათი ხედვაც. სამაჩაბლოსა და აფხაზეთიდან დევნილები დიდ ტკივილს ატარებენ და ასეთი შეხვედრა საჭიროა, რომ თავი უფრო მხნედ იგრძნონ".

შეხვედრაზე სხვა სტუმრებთან ერთად მიწვეული იყო თეიმურაზ მურდაროვი, რომელიც არის აფხაზეთში ,,ოსთა და ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" დამაარსებელი.

ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდა პოეტმა, რომელიც დედით მეგრელია და მამით აფხაზი, აფხაზების სახელით მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას აფხაზების ასეთი სიყვარულისთვის. 

მსგავსი ღონისძიებები გაიმართა რუსთავსა და თბილისში. იგეგმება შეხვედრა ახალგორში, გორსა და წეროვანში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary