უფროსკლასელების მიერ დადგმული სპექტაკლი "Поэты все единной крови"
25 ივნისი, 2014
უფროსკლასელების მიერ დადგმული სპექტაკლი "Поэты все единной крови" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის "XXI საუკუნე" მოსწავლეებმა ბორის პასტერნაკის შესახებ წარმოადგინეს სპექტაკლი "Поэты все единной крови".

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რუსი მწერლისა და ქართული პოეზიის მთარგმნელის ბორის პასტერნაკის პორტრეტები. სხვადასხვა პერიოდსა და სხვადასხვა რაკურსში გადაღებული კადრები მწერლის განსხვავებულ სულიერ მდგომარეობას წარმოაჩენდა.

ფოტოების უმრავლესობა დღემდე გამოუქვეყნებელია და გადაღებულია ვალერი ავდეევის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქ ჩისტოპოლეში ევაკუაციისას (1941-1943 წლები). ორიგინალები დაცულია მარინა ცვეტაევას სახლ-მუზეუმში მოსკოვში.

აქვე გამოფენილი იყო ლიტერატურის მუზეუმში დაცული ავტოგრაფები - ბორის პასტერნაკის პირადი წერილები და ქართველი პოეტების ლექსების თარგმანები, ბორის პასტერნაკის ფოტოები ქართველ მწერლებთან ერთად და ხელნაწერების ნაწილი "პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები".

"ჩვენი სკოლა უკვე ათი წელია აკეთებს მსგავს ღონისძიებებს. ჩვენი სკოლის მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად მოვაწყეთ დღევანდელი ღონისძიება. მომავალი წელი ტიციან ტაბიძის საიუბილეო წელია და, შესაბამისად, ხშირად მოეწყობა სხვადასხვა სახის საღამო, პარალელურად გამოფენა, სპექტაკლები გაიმართება მოსკოვშიც" - განაცხადეს "XXI საუკუნის" მასწავლებლებმა, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს აღნიშნულ საღამოს.

რაც შეეხება მონაწილეების შთაბეჭდილებას, სკოლის "XXI საუკუნე" მე-9 კლასის მოსწავლემ და სპექტაკლის მონაწილემ მარიამ მიშველაძემ აღნიშნა: "ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამოთი, ვფიქრობ, კარგი გამოვიდა, საინტერესო იყო ასევე რეპეტიციების პროცესიც, ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გავიგეთ".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary