საერთაშორისო პოეტური ფესტივალი „ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე“
25 ივნისი, 2014
                                         საერთაშორისო პოეტური ფესტივალი „ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ახალგაზრდა მსახიობთა თეატრ-სტუდიის "ზოლოტოე კრილცო" სპექტაკლი "ჩემი მშვენიერი მოჩვენება" (პიესის ავტორი - ნ. კვიჟინაძე, ლექსები - ზ. კვიჟინაძე, მუსიკა - თ. ჯაიანი) დაიდგა.

ამით დაიწყო საერთაშორისო პოეტური ფესტივალი "ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე".

25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით საქართველო პოეზიის საყმაწვილო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი დამწყები პოეტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და 20-მდე მათი უცხოელი თანატოლი. სპეციალურად მათთვის მასტერკლასებს გამართავენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ესტონეთის, პოლონეთისა და ლიტვის საუკეთესო პოეტები. 

ათი დღის განმავლობაში პოეტური მარათონი მოიცავს თბილისს, მცხეთას, წყალტუბოს, ბაღდათს, ქუთაისს, შეკვეთილსა და ბათუმს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპექტაკლის ჩვენება, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ექსკურსიები, წიგნების პრეზენტაციები, პოეტური საღამოები და კონცერტები. 

"ფესტივალის "ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე" ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი". ეს პროექტი ხორციელდება საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. მისი მიზანია, ახალგაზრდა პოეტებისთვის 14-დან 17 წლამდე შექმნას ისეთი კულტურული პლატფორმა, რომელიც მომავალში მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ლიტერატურული ურთიერთკავშირების მხარდაჭერას და დამწყებ ქართველ და უცხოელ პოეტებს შორის ერთობლივი, უპირველეს ყოვლისა, მთარგმნელობითი პროექტების შექმნას" – განაცხადა ფესტივალის პიარმენეჯერმა ნინო წითლანაძემ.

,,მოხარული ვარ, რომ ფესტივალი "ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე" დაიწყო. ძალიან მომეწონა დღევანდელი სპექტაკლი და აუცილებლად ვადევნებ თვალს ფესტივალის პროგრამაში შესულ სხვა ღონისძიებებს" - აღნიშნა დამსწრემ ანა კვიჟინაძემ.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary