სალომე ზურაბიშვილი ილიაუნის სტუდენტებს შეხვდა
25 ივნისი, 2014
სალომე ზურაბიშვილი  ილიაუნის სტუდენტებს  შეხვდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის" ორგანიზებით ილიაუნიში შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ (2004–2005) და პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილთან.

მიწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. სალომე ზურაბიშვილის საუბარი შეეხო საკუთარ პოლიტიკურ და დიპლომატიურ მოღვაწეობას, პროფესიულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შემდეგ განიხილა დღეისათვის აქტუალური საკითხები, როგორიცაა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობები. მან აღნიშნა: "არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ ადამიანის დამცირება, ვისთანაც მოლაპარაკებას აწარმოებ, იმიტომ, რომ დამცირება და შეურაცხყოფა ეს არის ის, რაც არასდროს ეპატიება ადამიანს".

სალომე ზურაბიშვილი შეეხო ასევე შევარდნაძის მოღვაწეობას და აღნიშნა, რომ შევარდნაძე არის მთავარი დამანგრეველი ძალა, რადგან რა პრობლემებიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, ამის მიზეზი იყო მისი მმართველობა".

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სტუდენტთა შეკითხვებსაც უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც 17 მაისს მომხდარ მოვლენებსა და ლგბტ პირებს ეხებოდა, ასეთი პასუხი გასცა: "17 მაისის მოვლენებში დამნაშავეა სახელმწიფო. მას უნდა სცოდნოდა, თუ რა ხდება ქვეყანაში და მიეღო სათანადო ზომები, რომ ეს არ მომხდარიყო, ხოლო რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ვფიქრობ, როდესაც გვაქვს კონსტიტუცია, ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და ჩვენ არ უნდა მოვახდინოთ მოვლენების ხელოვნურად გამწვავება". 

როგორც პროექტის "გაუზიარე გამოცდილება მომავალ თაობას" ავტორმა მარიამ გამეზარდაშვილმა განაცხადა: "სალომე ზურაბიშვილი არის წარმატებული და ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც ძალიან საინტერესო რჩევები მისცა ახალგაზრდებს და დიპლომატებს ურჩია, რომ, პირველ რიგში, კარგად გაიცნონ საკუთარი ქვეყანა, რათა შემდეგ კარგად შეძლონ მისი ინტერესების დაცვა მსოფლიო ასპარეზზე. მსგავსი შეხვედა აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი პროექტის ფარგლებში მინისტრებთან, პოლიტიკოსებსა და სხვადასხვა საზოგადო მოღვაწესთან".

ილიაუნის სტუდენტ ვლადიმერ ხორავას თქმით, "მსგავსი საღამოები საინტერესოა, რადგან სტუდენტებს გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო, რას ატარებდა ადრე და რამდენად შეიცვალა კურსი და რა შედეგების მომტანია ეს ჩვენი ქვეყნისათვის. ქალბატონ სალომეს საუბრიდან გამომდინარე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ის აკეთებდა ყველაფერს იმისათვის, რომ საგარეო პოლიტიკა ყოფილიყო სწორი კურსით წარმართული, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა რეფორმების გასატარებელი დრო. საინტერესო იქნებოდა ეს ადამიანი დღეს იმავე პოსტზე რომ ყოფილიყო, რას გააკეთებდა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary