ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია
26 ივნისი, 2014
ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მოწვევით სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ჰანს როსლინგის საჯარო ლექცია გაიმართა.

ჰანს როსლინგი არის შვედი ექიმი, აკადემიკოსი და სტატისტიკოსი, ფონდ Gapminder-ის დამფუძნებელი. დღევანდელ შევხედრაზე მან www.gapminder.org–ის გამოყენებით განიხილა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი და აგრეთვე, დიდი დრო დაუთმო სამომავლო ტენდენციების განხილვას მსოფლიოს მასშტაბით. მან გლობალური ტენდენციების ფონზე სხვა ქვეყნებთან ერთად განიხილა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები და განვითარების პერსპექტივები. 

საპრეზენტაციო თემები მოიცავდა რესურსების მოხმარებასა და მის გადანაწილებას, სიღარიბისა და შობადობის დონეების განხილვას, აგრეთვე საუბარი იყო სიცოცხლის ხანგრძლივობასა და სხვადასხვა დემოგრაფიულ საკითხზე. აღსანიშნავია, რომ მან იმის ფონზე, რაც საქართველომ ისტორიულად განვლო ბოლო ორასი წლის განმავლობაში, მისი ეკონომიკური განვითარება მაინც დადებითად შეაფასა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქალების როლის უწყვეტ ზრდას მსოფლიოში და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. 

მან ერთმანეთს შეადარა შვედეთისა და საქართველოს სტატისტიკური მონაცემები აბორტის რაოდენობისა და კონტრაცეპტივების გამოყენების კუთხით. მისი თქმით, საქართველოში აბორტების რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე შვედეთში. ამ უკანასკნელში კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი საქართველოსთან შედარებით ორჯერ მეტია.

მოხსენების დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დაესვა კითხვები, რომლებზეც ჰანს როსლინგმა ვრცლად და ამომწურავად უპასუხა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary