რა ცვლილებებია წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში?
26 ივნისი, 2014
რა ცვლილებებია წლევანდელ ეროვნულ გამოცდებში? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერეს.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების შეფასებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი საშუალო სირთულის იყო. მათივე თქმით, კარგად მომზადებულ სტუდენტს არ გაუჭირდებოდა შეტანილი მასალის დაძლევა და საკმაოდ კარგად შედეგსაც აჩვენებდა. 

"გამოცდა რთული არ იყო, თუმცა, არგუმენტირებულ ესეში მეტად სააზროვნო თემას ველოდი. გასააზრებლად კი ავირჩიე ნაწყვეტი "ვეფხისტყაოსნიდან", რასაც, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი" - თქვა აბიტურიენტმა ნინო ბერიძემ.
"საერთო ჯამში, არცერთი საკითხი რთული არ ყოფილა, მოცემული მასალა აბიტურიენტს გავლილი ჰქონდა, ყველაფერი უკვე მის პირად მომზადებაზე იყო დამოკიდებული. ჩემი აზრით, კი ყველაფერმა კარგად ჩაიარა" - აღნიშნა აბიტურიენტმა თათია ნიკოლიშვილმა. 

აზრები გაიყო გრამატიკულ სავარჯიშოში პირობის შეცვლის შესახებ. ცვლილების შედეგად გრამატიკულ სავარჯიშოს პირობაში წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იყო დაწერილი შეცდომების რაოდენობა. ამ ცვლილების შესახებ აბიტურიენტებმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული არაოფიციალური ცნობის შედეგად შეიტყვეს. "ჩემი აზრით, ამ ინფორმაციის ასე გვიან გავრცელება არ იყო სამართლიანი, ვისურვებდი, რომ ამის შესახებ გაცილებით ადრე მცოდნოდა, თუმცა, ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია"- თქვა აბიტურიენტმა მადი კოპაძემ.
"მიმაჩნია, რომ ამ ინფორმაციის ასე გვიან გავრცელება აბსოლუტურად არასამართლიანია, მივიჩნევ, რომ ახალგაზრდებს ამის შესახებ ადრე უნდა სცოდნოდათ, რადგან ფსიქოლოგიურად მაინც შემზადებულიყვნენ, სხვა მხრივ, არ მგონია, რომ ამან შეიძლება რაიმე დიდი ცვლილება გამოიწვიოს" - თქვა რუსთავის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა იამზე არქომაიშვილმა. 

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია რეხვიაშვილი კი მიიჩნევს, რომ შეცდომების რაოდენობის მიხვედრა ლოგიკურადაც შეიძლებოდა, ეს ცვლილება კი მხოლოდ აბიტურიენტების სასარგებლოდ და მათ დასახმარებლად გაკეთდა, რადგან წინა წლებში, ხშირი იყო ფაქტი, როდესაც ახალგაზრდა ბოლო მეთვრამეტე შეცდომის აღმოჩენას საკმაოდ დიდ დროს უთმობდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ფორმატსა და შეფასების სქემაში არაფერი შეცვლილა, მითუმეტეს, არ გართულებულა. 

მათივე შეფასებით, გამოცდა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა. პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 8589 ახალგაზრდიდან მხოლოდ 3% არ გამოცხადდა და დაგვიანების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებს ის 12 მსჯავრდებულიც, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 36000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. მისაღები ადგილების რაოდენობა, როგორც ყოველ წელს, წელსაც უფრო მეტია, ვიდრე აბიტურიენტი, 42 000-მდე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary