ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ
26 ივნისი, 2014
ახალგაზრდული პარლამენტის შეხვედრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვის კომიტეტების ორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა.

27 ივნისს ხელი მოეწერება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, საკითხის მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე ზემოთ აღნიშნული კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, მოემზადებინათ ვიდეორგოლი და დამსწრე საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ, რათა ამაღლდეს მათი ცნობიერება ევროკავშირთან მიმართებაში, რომ უკეთ გაიგონ, რასთან აქვთ საქმე და რა შედეგების მომტანია ხელშეკრულება გრძელვადიან პერსპექტივაში.

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტერგრაციისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ჩაკვეტაძის თქმით: "ჩვენ მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა შორისაა საინფორმაციო კლიპის გადაღება, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა დღეს. ვიდეორგოლში მოცემულია რამდენიმე მთავარი საკითხი. კლიპში ასახულია ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მთავარი მიმართულებები. ძირითადი საკითხები გულისხმობს საქართველოს შიდა ეროვნული პასუხისმგებლობის შესაბამისობას ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ვიზების ლიბერალიზაციას ნაწილსა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციას".

ვიდეორგოლის გავრცელება დაიწყება საქართველოს მასშტაბით არსებული საზოგადოებრივი ცენტრებითა და სხვა ყველა საშუალებით, მათ შორის იუთუბით.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary