თეონა ქუმსიაშვილის სახელობის საღამო "მზიურში" „მთის საჩუქარი ბარს“
26 ივნისი, 2014
 თეონა ქუმსიაშვილის სახელობის საღამო "მზიურში" „მთის საჩუქარი ბარს“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა პარკ "მზიურში" თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო "მთის საჩუქარი ბარს" გაიმართა.

მასში მონაწილეობდნენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მოცეკვავეები, მომღერლები და ფოლკლორისტები. 

ღონისძიების ორგანიზატორის გელა დაიაურის თქმით: "წლევანდელი საღამო 2007 წლიდან ტარდება. საღამოში მონაწილეობენ ჯერ, ძირითადად, მთის შემსრულებლები და პოეტები და შემდეგ ჩვენი მეგობარი ქალაქური ანსამბლები, რომლებიც ასრულებენ მთის სიმღერებს და აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება მთის პოპულარიზაციას, მთის კულტურის გაცნობას და კარგ განწყობას ქმნის ქალაქისათვის. სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება კონცერტები".

ქართული ფოლკლორის შემსრულებელი თამარ ალადაშვილი აღნიშნავს: "დღევანდელი ფესტივალი "მთის საჩუქარი ბარს," რომელიც ეძღვნება თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნას, ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი, იმიტომ, რომ თეონა იყო ჩემი და ანსამბლ "გორდელას" მეგობარი. დღეს მე წარმოვადგენდი ჩემს ანსამბლს "თორდას", რომელიც შედგება ჩემი აღსაზრდელებით. წელს, სამწუხაროდ, "გორდელამ" ვერ მოახერხა ფესტივალზე გამოსვლა და მარტოს მომიწია სიმღერა". 

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი ყოველ წელს 26 ივნისს ტარდება და ემსახურება მთის კულტურის პოპულარიზაციას საქართველოში.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary