პოეტური ფესტივალი "ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე"
26 ივნისი, 2014
  პოეტური ფესტივალი "ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე" ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პოეტური ფესტივალი "ცისარტყელა. პოეზიის სიყმაწვილე" გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 50-ზე მეტი დამწყები პოეტი საქართველოს ყველა რეგიონიდან და 20-მდე მათი უცხოელი თანატოლი. სპეციალურად მათთვის მასტერკლასებსა და შემოქმედებით ლაბორატორიებს მართავდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ესტონეთის, პოლონეთისა და ლიტვის საუკეთესო პოეტები. 

ათი დღის განმავლობაში პოეტური მარათონი მოიცავს თბილისს, მცხეთას, წყალტუბოს, ბაღდათს, ქუთაისს, შეკვეთილსა და ბათუმს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სპექტაკლის ჩვენება, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ექსკურსიები, წიგნების პრეზენტაციები, პოეტური გამოსვლა და კონცერტები. 

პროექტის მიზანია, ახალგაზრდა პოეტებისთვის 14-დან 17 წლამდე შექმნას ისეთი კულტურული პლატფორმა, რომელიც მომავალში მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს. პროექტი ემსახურება თანამედროვე ლიტერატურული ურთიერთკავშირების მხარდაჭერას და დამწყებ ქართველ და უცხოელ პოეტებს შორის ერთობლივი, უპირველეს ყოვლისა, მთარგმნელობითი პროექტების შექმნას. 

"დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის. ადამიანები, რომლებიც ამ ფესტივალზე გავიცანი, ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ. დღეს, ვინც ამ ფესტივალზე მონაწილეობას იღებს, მომავლის შვილები შემიძლია ვუწოდო. ეს არის სამყაროს მშვიდობა. ძალიან ბევრი ბოროტება ხდება დედამიწაზე და სწორედ ბავშვების დახმარებით შეგვიძლია ბოროტება სიყვარულით შევცვალოთ" - აღნიშნა პროექტის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა მაყვალა გონაშვილმა.

საღამოზე ბავშვებმა წაიკითხეს თავიანთი დაწერილი ლექსები. ნიკა ფუტკარაძემ ლექსი "სისხლი" შესთავაზა აუდიტორიას, ცისია დოლიძემ - "ჰაერი დასასრულს გაჰყვა", თამარ ბუცხრიკიძემ - "ნასახლარი". ლექსები წაიკითხეს ბელორუსიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა პოეტებმა. 

"ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, კარგია ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს გაერთიანება, ეს ყველაფერი ჩვენს ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. ასე რომ, ამ ყველაფერს მივესალმები" - გვითხრა მსმენელმა თეო კვატაშიძემ.
საღამო მუსიკალურად საბავშვო ანსაბლმა "მზიურმა" გააფორმა.

ფესტივალის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "რუსული კლუბი". პროექტი განხორციელდა საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary