იტალიელ ქართველოლოგს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
27 ივნისი, 2014
იტალიელ ქართველოლოგს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვენეციის კა'ფოსკარის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ცნობილი ქართველოლოგის ლუიჯი მაგაროტოსთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, იტალიის საელჩოს წარმომადგენელი, ლუიჯი მაგაროტოს ქართველი მასწავლებლები, კოლოგები და მეგობრები. 

,,პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლუიჯის, რადგან სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამობრძანდა საქართველოში. ლუიჯი მაგაროტოს დამსახურებისა და მრავალმხრივი მოღვაწეობის შესახებ ყველამ იცის, ვისაც კი შეხება ჰქონია ქართველოლოგიურ კვლევებთან, სწორედ ამიტომ, როდესაც გაჩნდა იდეა მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებაზე, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ამას ერთხმად დაუჭირა მხარი" - აღნიშნა პროფესორმა დარეჯან თვალთვაძემ.

ლუიჯი მაგაროტოს მოღვაწეობასა და დამსახურებებზე ისაუბრეს მისმა ქართველმა ნაცნობებმა, მათი თქმით, ლუიჯი არის არა მარტო პოპულარიზატორი ქართული კულტურისა, არამედ იგი არის დიდი მკვლევარი ქართული ლიტერატურისა, მკვლევარი, რომელიც მიმართულებას აძლევს ჩვენს მეცნიერებს გარკვეული საკითხის კვლევისას, ამასთანავე იგი არის არაჩვეულებრივი მთარგმნელი, მან თარგმნა: გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის ლექსები, აგრეთვე ვაჟა ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური", ,,გველისმჭამელი", ,,სტუმარ-მასპინძელი" და უამრავი სხვა ქართული პროზისა თუ პოეზიის ნამდვილი შედევრები. 

შეხვედრის ბოლოს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა, რისთვისაც დიდი მადლობა გადაუხადა ლუიჯი მაგაროტომ იდეის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს: ,,პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ წოდების მონიჭება. როდესაც ახალ სამყაროზე საუბრობდნენ, როგორც წესი, ამერიკას ვგულისხმობდი, თუმცა, 1975 წელს აღმოვაჩინე, რომ ახალი სამყარო არის არა ამერიკა, არამედ საქართველო. ყველა ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრილვარ გამოირჩევა შესაშური გულისხმიერებითა და ყურადღებით, რაც მეტად მომხიბვლელი აღმოჩნდა ჩემთვის".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary