"პროფესიონალები საინტერესო რაკურსით"
27 ივნისი, 2014
"დავიათიანნს" პროექტის "დიალოგი მომავალ თაობასთან" ფარგლებში გიორგი კალანდია სტუმრობდა.

ძირითადად, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა "პატრიოტობის" ცნებისა და ქართული ტრადიციებისადმი დამოკიდებულების საკითხი, რასაც ხანგრძლივი მსჯელობა მოჰყვა. გიორგი კალანდიას თქმით: "ნებიმიერი თემის განხილვისას თქვენც ხედავთ, რომ განათლების პრობლემასთნ მივდივართ, რადგან განათლება საწყისია ყველანაირი პრობლემის მოგვარებისა. სამწუხაროა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში საზოგადოებას დაკარგული აქვს ყველანაირი უნარი, იყოს ღირსეული, გამორჩეული. ფაქტია, რომ ვერ ვაფასებთ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს და ეს კიდევ უფრო მტკივნეულია მაშინ, როცა სხვას ვეკამათებით და ჩვენ რეალურად უარეს სიტუაციაში ვართ, მაგრამ მსიამოვნებს და მახარებს ის ფაქტი, რომ არსებობენ ახალგაზრდები, ადამიანები, სტუდენტები, რომელთაც აქვთ ინტერესი, ამბიცია და ძალ-ღონეს არ იშურებენ, იყვნენ საუკეთესოები. მგონია, რომ ერთ-ერთი კატეგორია ასეთი ახალგაზრდებისა აქ იყო შეკრებილი. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მომავალი თაობა ხელახლა, ყველასგან დამოუკიდებლად შეძლებს ყველაფრის შეცვლას".

რაც შეეხება პროექტის ორგანიზატორის დავით ყურაშვილის შეფასებას, მან აღნიშნა, რომ: "მივიჩნევ, რომ ისევე, როგორც სხვა დანარჩენი შეხვედრა და საინტერესო სტუი, დღევანდელი შეხვედრაც ძალიან საინტერესო და ნაყოფერი გამოვიდა, იმდენად, რამდენადაც ჩვენი სტუმარი გამორჩეული და ნამდვილად მისაბაძი პიროვნება იყო, მადლობა მინდა გადავუხადო მას მობრძანებისათვის და ველოდებით სტუდენტებს ისევ მომავალ პარასკევს სამ საათზე საინტერესო შეხვედრაზე. ჩვენი სტუმარი იქნება გელა ჩარკვიანი. ჩვენი დევიზია "პროფესიონალები საინტერესო რაკურსით".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary