საჯარო ლექცია ტრეფიკინგზე
27 ივნისი, 2014
  საჯარო ლექცია ტრეფიკინგზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
2014 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით იუსტიციის სამინისტროში გაიმართა საჯარო ლექცია ტრეფიკინგის თემაზე.

აღნიშნულ ლექციას გაუძღვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი ქეთევან სარაჯიშვილი. 

საინფორმაციო სეხვედრაზე საუბარი იყო კანონმდებლობაზე, თუ რა როლს ასრულებს სახელმწიფო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით და რა მეთოდებსა და საშუალებებს იყენებს სახელმწიფო აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ტრეფიკინგის სამ კომპონენტზე: ქმედება, საშუალება, მიზანი.

ქეთევან სარაჯიშვილომა აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით 2013 წელს ტრეფიკინგის ფაქტები უფრო მეტად გმოვლინდა: ,,ბოლო პერიოდში გავრცელებული ტრეფიკინგის ფაქტების რიცხვი ასს აჭარბებს. აგრეთვე, მინდა აღვნიშნო, რომ, ძირითადად, საქართველოს მოსახლეობის ექსპლუატაცია თურქეთში ხორციელდება. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ზღვისპირა ქალაქებში იზრდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა, აქედან გამომდინარე, ,,ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელები საბჭო“ აღნიშნულ რეიტორიას აქტიურად ადევნებს თვალყურს და მაქსიმალურადაა მობილიზებული“. 

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

,,ვარ მომავალი სოციოლოგი და ჩემთვის, როგორც სოციოლოგისთვის მსგავსი საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებს უკავშირდება, ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება დღევანდელ ლექციას, კმაყოფილი ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ინფორმაციით დატვირთული და, რაც მთავარია, სიღრმისეულად მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მაინტერესებდა“ – აღნიშნა დამსწრემ ნინო ბეზარაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary