პროექტის „თანაცხოვრება მრავალფეროვნებაშია“ პრეზენტაცია
27 ივნისი, 2014
პროექტის „თანაცხოვრება მრავალფეროვნებაშია“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდულ პრესკლუბში" თავისუფალი დემოკრატების "რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციის" პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მათ გააკეთეს პროექტის "თანაცხოვრება მრავალფეროვნებაშია" პრეზენტაცია.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, პროექტის მიზანია ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაცია საზოგადოებაში კულტურული იდენტობის შენარჩუნების გზით. "ჩვენი საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს ეთნიკური და რელიგიური განსხვავების მიუხედავად, რადგან ძალა სწორედ მრავალფეროვნებაშია. ინტეგრაცია არ გულისხმობს ასიმილაციას, ჩვენი მიზანია კულტურული იდენტობისა და ენის შენარჩუნების გზით მათი დაახლოება" - თქვა თავისუფალი დემოკრატების "რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა" ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი პოპიაშვილმა.

მათ ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ხშირად ექმნებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, იქნება ეს ენობრივი ბარიერი თუ მათი უფლებების დარღვევა. ორგანიზაციის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს თავის სამოქმედო გეგმაზე, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ამ პრობლემების აღმოფხვრას. 

პროექტის "თანაცხოვრება მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა მულტიეთნიკური კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანული, ებრაული, სომხური და უკრაინული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა. 

ორგანიზაციის მხარდამჭერები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, "ახალგაზრდული განათლებისა და ტრანსფორმაციის ცენტრი" და "ახალგაზრდების თავისუფალი აზროვნების უნივერსიტეტი".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary