როგორი უნდა იყოს ლიდერი?
28 ივნისი, 2014
როგორი უნდა იყოს ლიდერი? ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ლიდერთა კლუბმა" ჩაატარა "ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განმავითარებელი ტრენინგების კურსი", რომელსაც უძღვებოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა გოგოხია.

ტრენინგზე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ასწავლიდნენ, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერი და რა თვისებებია ლიდერობისთვის საჭირო. დღეს შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იურიდიულ კომპანიასთან, რომლის სახელწოდებაა NPS. კომპანიის დირექტორი ნონა საღარეიშვილია, რომელმაც ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადა და წარმატება უსურვა.

როგორც "ლიდერთა კლუბის" ხელმძღვანელმა ლაშა თაკალანძემ აღნიშნა: "ჩვენი ორგანიზაცია აკეთებს ახალგაზრდულ პროექტებს და ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგს. ჩვენთან ხშირად მოდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკოსებიც, რომლებიც ხვდებიან ორგანიზაციის წევრებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ხშირად ვატარებთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და მას მომავალშიც სისტემური ხასიათი ექნება". ლაშა თალაკანძე ახალგაზრდა და მოტივირებულ ადამიანებს მოუწოდებს, გაწევრიანდნენ "ლიდერთა კლუბში".

დიმა ქარჩავა "ლიდერთა კლუბის" ვიცეპრეზიდენტია ადმინისტრაციულ საკითხებში. მისი თქმით, "შეხვედრა მიზნად ისახავდა ახაგაზრდების გააქტიურებასა და ლიდერული თვისებების შეძენა-განვითარებას. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ჩაერთონ მსგავსი სახის ტრენინგებში, რომელსაც ჩაატარებს ჩვენი ორგანიზაცია. დღევანდელმა შეხვედრამ შესანიშნავად ჩაიარა, რადგან ის ძალიან საინტერესო იყო".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary