საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სპექტაკლი "სტუმარი" გაიმართა, რომელიც "შიშველმა თეატრმა" წარმოადგინა.
ვუდი ალენის მოტივებზე აგებული სპექტაკლი ადამიანისა და სიკვდილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს და ტრაგიკომედიურ ჟანრს მიეკუთვნება. სპექტაკლში მონაწილეობა მხოლოდ ორმა მსახიობმა მიიღო: გურამ ლალიაშვილმა და ილია ჭეიშვილმა.
სპექტაკლი კონსერვატორიის სტუდენტ ნინო ჩიქოვანის დასახმარებლად ჩატარდა. მას აღმოაჩნდა თავის ტვინის უმძიმესი დაავადება.
თეატრალური წარმოდგენა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაიმართა.
"სპექტაკლის დადგმით არ დავრჩი აღფრთოვანებული და კმაყოფილი, თუმცა, მიზანი ჩემთვის მისასალმებელია" - ამბობს მაყურებელი მარიამ დემეტრაშვილი.