საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად
29 ივნისი, 2014
საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კუს ტბაზე მარათონი გაიმართა სიცოცხლის გადასარჩენად, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქციაა ქვეყანაში და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ეს არის ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო ღონისძიება, რომელზეც შესაძლებელია სიმსივნით დაავადებული ადამიანების დახმარება, მათი, ვინც დღემდე ებრძვის ამ პრობლემას და თანადგომა სჭირდება. 

მარათონის მოხალისის ნანა აფციაურის თქმით: "არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰერა" ახორციელებს ამ მარათონს უკვე მეცხრე წელია. ეს არის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად და ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებმაც დაამარცხეს სიმსივნე (ძუძუს კიბო). ჩვენი მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა გაიზარდოს და კიდევ ერთხელ ვუთხრათ მათ: "ნაადრევი გამოვლინება და მკურნალობა შეგინარჩუნებთ სიცოცხლეს". მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც 11 საათიდან გაიარა რეგისტრაცია. 12 საათზე გარბენი უკვე დაიწყო, რის შედეგადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ეს იქნება ექვსი მონაწილე: სამი ქალი და სამი მამაკაცი, რომლებიც პირველ, მეორესა და მესამე ადგილებს დაიკავებენ".

მარათონში ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც იყვნენ ჩართულნი. ამ დღეს ყველას ერთად ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სირბილისა და მსვლელობის ტურში დევიზით: "ერთად ვებრძოლოთ ძუძუს კიბოს".

ღონისძიების სპონსორები არიან: ეროვნული სკრინინგ ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და სუზან კომენის ფონდი. სწორედ ეს კომპანიები დააჯილდოვებენ საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს პრიზებით. ადგილები ასე გადანაწილდა:

მამაკაცები: პირველი ადგილი - ნერი; მეორე - დავით ხარაზიშვილი; მესამე - თენგიზ ღვინიაშვილი. ქალები: პირველი - თინათინ ნაბუაშვილი; მეორე - სამე გობეჯიშვილი; მესამე - თამარ გელაშვილი.





გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary