სტუდენტური ფილმების ჩვენება კინოს სახლში
29 ივნისი, 2014
სტუდენტური ფილმების ჩვენება კინოს სახლში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სანდრო სულაძისა და ლევან შუბაშვილის ფილმების - ,,ორნი" (სანდრო სულაძე, ლევან შუბაშვილი), ,,2+1" (ლევან შუბაშვილის), ,,მევიოლინე" (სანდრო სულაძე) - პრემიერა შედგა კინოს სახლში.

,,ჩემი ფილმის სცენარი უცებ მომაფიქრდა. მისი შინაარსის გადმოცემა მეტად რთულია, ვინაიდან მისი აღქმა მთლიანად გამოსახულებაზეა დამოკიდებული. თავს უფლება მივეცი, რომ გამეკეთებინა რაღაც ექსპერიმენტული, ეს არის მუნჯი ფილმი და ვფიქრობ, ავანგარდულია, დანარჩენს კი მაყურებელი შეაფასებს" - განაცხადა სანდრო სულაძემ.

,,2+1" არის გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზე, ვფიქრობ, რომ ხალხს შეიძლება მოეწონოს ჩემი ნამუშევარი იმ მიზეზის გამო, რომ იგი არის სადად გაკეთებული, მუსიკით აგებული, დიალოგის გარეშე და შავ-თეთრი, მგონია, რომ ამ ფილმში არის სულ პატარა ნაწილი მაინც კინემატოგრაფიისა, რაც მიიზიდავს მაყირებელს" - აღნიშნა ლევან შუბაშვილმა.

პრემიერას ესწრებოდნენ: მსახიობები, სტუდენტები, რეჟისორების ახლობლები და მეგობრები.

,,ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ძალიან საინტერესო იყო ამ ფილმზე მუშაობა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქართველოსთვის ძალიან უცნობია ის ხერხი, რა ხერხითაც სანდრომ იმუშავა, ჩემი აზრით,  ეს ფილმი არ არის ფართო მასაზე გათვლილი, რადგან მისი შინაარსის ზუსტი გაგება ძალიან რთულია. მე მასთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ და, მოკლედ რომ ვთქვა, გავიზარდე ამ ფილმის საშუალებით" - გვითხრა მსახიობმა ტატო გელიაშვილმა.

ფილმების ჩვენებას მაყურებელთა ოვაციები და აღფრთოვანება მოჰყვა.

,,ძალიან მომეწონა სამივე ფილმი,  მეტად საინტერესო ნამუშევრები გამოუვიდათ ლევანსა და სანდროს, ვულოცავ მათ და მთელ შემოქმედებით ჯგუფს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს" - განაცხადა ერთ-ერთმა მაყურებელმა ნია კაციტაძემ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary