ლექცია ლევან ბერძენიშვილმა წაიკითხა და ის ადამიანის შინაგან აქტებს, მის აღქმას შეეხებოდა.
"მამარდაშვილი ამტკიცებდა, რომ ადამიანის ჩამოყალიბება, როგორც საგნის განსწავლა, შეუძლებელია. ადამიანი არ არის აღზრდის ობიექტი, არამედ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი. ანუ ის თვითონ ირჩევს, ვინ იყოს"– აღნიშნა კომენტარის გაკეთებისას ლევან ბერძენიშვილმა.
ლექციის დროს ისეთმა ფრაზებმა გაიჟღერა, როგორიც არის: "ცოდნა არ გადაიცემა", "გაბედე აზროვნება, გაბედე იყო ბრძენი"...
ლევან ბერძენიშვილმა ლექცია მსუბუქი იუმორით ჩაატარა, გარდა პიროვნების ჩამოყალიბების მამარდაიშვილისეული კონცეფციისა, ის სხვა თემებსაც შეეხო.
ლექციის ბოლოს სტუდენტებს კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.
ლიბერალიზმის ცენტრის სტუდენტი და ლექციის მსმენელი ალექსანდრე ქეშელაშვილი ამბობს :" შინაგანი აქტის ცნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვფიქრობ, რომ კარგი ლექცია გამოვიდა".
ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში მსგავსი ლექციები სტუდენტებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე თითქმის ყოველ კვირას იმართება.
"ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ მერაბ მამარდაშვილი გაგვეცნო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, საინტერესო ლექცია გამოვიდა, სწორი აქცენტები დაისვა ლექციაზე და იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი ადამიანი მოვიდა, მანიშნებელია იმის, რომ ამგვარი თემები სტუდენტებსა და ახალგაზრდებს აინტერესებს" – აღნიშნა ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ნატა ძველიშვილმა.