ხათუნა გოგებაშვილის არტსტუდიის გამოფენა
30 ივნისი, 2014
       ხათუნა გოგებაშვილის  არტსტუდიის გამოფენა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ხათუნა გოგებაშვილის არტსტუდიის რიგით მეთერთმეტე გამოფენას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც თავად მხატვრის, ისე მისი მოსწავლეების ნამუშევრები.

"არტსტუდია ფუნქციონირებს უკვე თერთმეტი წელია. დღეს ჩვენ აქ წამოვადგინეთ ნამუშევრები. ვფიქრობ, ჩემი არტსტუდიის ბავშვები საუკეთესოები არიან. გარდა იმისა, რომ ისინი ნიჭიერები არიან, ამასთან ერთად ძალიან ბევრს შრომობენ. ყველა სტუდიას არ აქვს ასეთი აკადემიური ნამუშევრები. დღევანდელი დღე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღეა ჩემთვის" - განაცხადა ხათუნა გოგებაშვილმა.

დღეს მხატვრის ქალიშვილი მარიამ წივწივაძე 4 წლის გახდა და როგორც ხათუნა გოგებაშვილმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ნამუშევრების გამოფენა დღევანდელ დღეს მოხდა. მხატვრის თქმით, დღეს მისი ქალიშვილის მესამე გამოფენაა.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ცისანა მჭედლიძე, რომელმაც მხატვრის შრომასა და ღვაწლზე ისაუბრა.

მხატვარმა რომა კუპრეიშვილმა კი მომავალ მხატვრებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, აუცილებელი არ არის, მხატვარი მუდმივად ხატავდეს. მისი თქმით, მთავარია, ადამიანი სულიერად იყოს შემოქმედი.
არტსტუდიის გამოფენა სამხატვრო აკადემიაში დღეს პირველად მოხდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary