თსუ-ში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის სკოლა აღდგება
01 ივლისი, 2014
 თსუ-ში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის სკოლა აღდგება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის შესახებ პრესკონფერენცია გამართა.

2014 წლის 26 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ და სენატმა გადაწყვეტილება მიიღეს უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტის შექმნის შესახებ. ამ მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყო ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება. მათი გაერთიანების გზით კი ჩამოყალიბდა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.

თსუ-ს პიარმენეჯერმა ნანა მამაგულიშვილმა აღნიშნა, რომ ცვლილებები მისასალმებელია. მისი თქმით, ახალი ფაკულტეტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები 2014 წლის ბოლომდე დასრულდება. 

თავად რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ, შეხვედრაზე ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რაც უნივერსიტეტში მიმდინარეობს. მისი თქმით, ახალი ცვლილება, ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის სკოლის აღდგენის შესახებ, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს დარგი წლების განმავლობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ის დღეს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს არსებობას. რექტორის თქმით, ამ დარგს განსაკუთრებული ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება.

პრესკონფერენციაზე თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამის "დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია" დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, "ამ სასწავლო პროგრამის შემოღებით, უნივერსიტეტში დაბრუნდება დემოგრაფიის სწავლება, იწარმოებს ამ მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც ქვეყნის წინსვლას წაადგება".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary