კონფერენცია სამედიცინო უნივერსიტეტში
01 ივლისი, 2014
კონფერენცია სამედიცინო უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - "მიღწეული წარმატებები და სამედიცინო განათლების მომავალი აღმოსავლეთ ევროპაში".

კონფერენციაში უშუალო მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იღებს.
“TEMPUS MUMEENA" არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტემპუსის სამწლიანი პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში".

კონფერენციაში მონაწილეობს იღებს პროექტის განმახორციელებელი ყველა პარტნიორი ქვეყანა: ლიდსის (დიდი ბრიტანეთი), უტრეხტის (ნიდერლანდები), გრანადის (ესპანეთი), რომის საკრეკორის (იტალია), კიევისა და ივანო-ფრანკოვსკის (უკრაინა), ბაქოს და ნაზიჩევანის (აზერბაიჯანი), თბილისის სამედიცინო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

კონფერენციას უძღვება პროექტის კოორდინატორი - ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი. კონფერენციაში გარდა ქართველი პროფესორებისა, პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მონაწილეობას იღებს დარგის 23 უცხოელი წარმომადგენელი.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა დიპლომირებული სამედიცინო განათლების ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავება ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის, სამედიცინო განათლების მარეგულირებელი თემატური ასოციაციის MEDINE და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის საფუძველზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აკადემიური განვითარების ცენტრი ჩამოყალიბდა, სადაც 2011 წლიდან სისტემატურად ხორციელდება აკადემიური პერსონალის გადამზადება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary