სტუდენტები სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან
20 ივნისი, 2013
სტუდენტები სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გვიან ღამით 51-ე სკოლასთან დაკავებული ახალგაზრდები დღეს დილით გაათავისუფლეს ხელწერილის საფუძველზე.
სამართალდამცავები სტუდენტებს 150-ე ადმინისტრაციული მუხლის დარღვევას ედავებიან. ნიკოლოზ ჩომახაშვილი, თორნიკე ხეთაგურაშვილი და გიორგი არაბაშვილი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან. პოლიციამ ისინი წუხელ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშინ დააკავა, როცა ისინი წარწერებს აკეთებდნენ მიწისქვეშა გადასასვლელის კედლებზე "არ შეეხოთ უნივერსიტეტს". ამ ფორმით სტუდენტები უმაღლესი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ. დაკავებული ახალგაზრდები რამდენიმე საათის განმავლობაში ორთაჭალის საპატრულო პოლიციაში იმყოფებოდნენ.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა გვითხრა, გაურკვეველია, რომელ საათზე გაიმართება სასამართლო სხდომა, რადგან ერთ-ერთ სტუდენტს ფსიქიატრიული შემოწმება უტარდება და მის დასრულებაზეა დამოკიდებული სასამართლო პროცესის დაწყება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary