ილიაუნის თეატრის ფოიეში ნინო მამრაძის საშემსრულებლო-საფორტეპიანო ხელოვნების სტუდენტთა კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე შესრულდა იოჰან სებასტიან ბახის, ედვარდ გრიგისა და ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებები.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ილიას უნივერსიტეტის მუსიკალური ცენტრის კურსდამთავრებულები: ლუარა ქართველიშვილი, ტატიანა პოლიკარპოვა, ასევე მესამე კურსის სტუდენტები: ნინო თვალიაშვილი და თამარ მეგრელიძე.
ლუარა ქართველიშვილის თქმით, "დღეს ჩატარდა მუსიკალური საღამო, რომელიც რამდენიმე ნომრისგან შედგებოდა. მე შევასრულე შოპენის "ნოქტიურნი". ეს არის სემესტრის საანგარიშო კონცერტი, რომელიც, როგორც წესი, ყოველი სემესტრის ბოლოს იმართება".
როგორც კუსდამთავრებულმა ტატიანა პოლიკარპოვამ აღნიშნა: "მე შევასრულე ბახის პრელუდია და ფუკა. კონცერტზე ასევე შესრულდა ედვარდ გრიგის "იავნანა" თამარ მეგრელიძისა და იოჰან სებასტიან ბახის "ავე მარია" ნინო თვალიაშვილის მიერ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა - ნინო მამრაძე, მუსიკოსი და პიანისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი საკლავიშო უნარებსა და საშემსრულებლო ხელოვნებაში".