აბიტურიენტების მორიგი გამოცდა ინგლისურ ენაში
02 ივლისი, 2014
აბიტურიენტების მორიგი გამოცდა ინგლისურ ენაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
აბიტურიენტებმა რიგით მესამე გამოცდა ჩააბარეს ინგლისურ ენაში, რომელიც 15:00 საათზე დაიწყო და 3 საათ-ნახევარს გაგრძელდა.

წელს აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სიახლე შესთავაზა. პროექტის მიხედვით, უცხოური ენის გამოცდას დაემატა მოსმენის ნაწილი, რომელიც 4 დიალოგისა და 4 ტექსტისაგან შედგება. თითოეულ საკითხს (ტექსტს, დიალოგს) ახლავს მხოლოდ ერთი შეკითხვა. მოსმენის დავალების მთლიანი ხანგრძლივობა დაახლოებით 8-10 წუთია, ხოლო დავალების საერთო მაქსიმალური ქულა კი არის 8 (1 საკითხი - 1 ქულა), რაც მთლიანი ტესტის მხოლოდ 8%-ს შეადგენს. 

აბიტურიენტთა თქმით, გამოცდა რთული არ ყოფილა, და, მათი აზრით, თითქმის ყველას შეეძლო ზღვარის გადალახვა მოცემულ საგანში.
,,გამოცდა რთული არ იყო, მოსასმენი ნაწილიც საკმაოდ ადვილი იყო, ალბათ, იმიტომ, რომ წელს პირველად იყო მსგავსი ტიპის დავალება. ჩვენ გვევალებოდა დიალოგის მოსმენა და შემდეგ მოცემულ კითხვებზე პასუხის გაცემა" - აღნიშნა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა თამუნა რუხაძემ.

,,ტესტი საშუალო სირთულის იყო, არცერთი დავალების შესრულება არ გამჭირვებია, ყველა აბიტურიენტი შეძლებს, რომ მინიმალური ზღვარი გადალახოს. რაც შეეხება დარღვევას ან ინცინდენტს, მსგავსი რამ არ მომხდარა, ყველაფერი მშვიდად და წყნარად ჩატარდა"-გვითხრა თამარ იაშვილმა.

,,ვფიქრობ, რომ ძალიან მარტივი ტესტი იყო. მოსასმენი ნაწილი, რომელიც წელს პირველად ჩაგვისვეს აბიტურიენტებს, საერთოდ არ გამჭირვებია" - განაცხადა ბექა ჩიტიშვილმა.
,,თავიდან ვნერვიულობდი მოსასმენი ნაწილის გამო, რადგან ეს ახალი რამ იყო ჩემთვის, ვინაიდან წელს პირველად გვიწევდა აბიტურიენტებს ამ ტიპის დავალების შესრულება, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყველაზე მეტად ამის შესრულება გამიიოლდა. რაც შეეხება დანარჩენ დავალებებს, საშუალო სირთულის იყო. გამოცდამ მშვიდად ჩაიარა, დარღვევას ადგილი არ ჰქონია" - გვითხრა სალომე მუხიგულაშვილმა.

,,გამოცდების მსვლელობას ძალიან დადებითად ვაფასებ. რაც შეეხება ტესტების სირთულეს, როგორც ბავშვები ამბობენ, რთული არ არის და დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ აბიტურიენტები დღევანდელი დღითაც კმაყოფილნი იქნებიან" - თქვა ერთ-ერთმა მშობელმა ნელი ჭანტურიამ.

,,ბავშვების თქმით, დღევანდელი გამოცდაც, ისევე როგორც წინა 2 გამოცდა, მარტივი იყო, მათ რაიმე ინცინდენტზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ და, როგორც თვითონ აღნიშნეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა" - გვითხრა აბიტურიენტის მშობელმა ეკა ჩხეიძემ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary