საჯარო ლექცია ,,მომავალი პროფესია“
02 ივლისი, 2014
 საჯარო ლექცია  ,,მომავალი პროფესია“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანნის" ინიციატივით საჯარო ლექცია/შეხვედრა გაიმართა თემაზე - "მომავალი პროფესია".

თემას გაუძღვა ნიკა როსტომაშვილი – ინფორმაციული ტექნოლოგიების ინკუბატორის დირექტორი.

,,მსგავსი შეხვედრა ტარდება ყოველ ოთხშაბათს ბიზნესსფეროს წარმომადგენლების ეგიდით, რათა ბიზნესსფეროს კუთხით სტუდენტებს ჰქონდეთ გარდა უნივერსიტეტებისა, რაღაც პირადი გამოცდილებიდან ცოდნა, რომელიც შემდეგ დაეხმარება მათ თვითრეალიზაციაში" – განაცხადა "დავითიანნის" ბიზნესპროექტების კოორდინატორმა ციცი კიკვაძემ.

საინფორმაციო შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა აირჩიოს ახალგაზრდამ პროფესია, რას უნდა მიაქციოს ყურადღება პროფესიის არჩევისას, რა დატვირთვა აქვს გარემო ფაქტორებს, რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს ადამიანი, როდესაც შეცდომით ირჩევს პროფესიას და შეცდომით არჩეული პროფესია რამდენად ახდენს ზემოქმედებას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ნიკა როსტომაშვილმა საჯარო შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ტრენდებზე. უფრო ვრცლად კი ისაუბრა მასობრივ ავტომატიზაციაზე, აზიის ფაქტორსა და ვირტუალიზაციაზე.

,,დღეს, ფაქტობრივად, პროფესიის შერჩევა ხდება შემთხვევით და ეს არის არამარტო პიროვნული პრობლემა, არამედ საერთო ეროვნული პრობლემა, რადგან არასწორად შერჩეული პროფესიები იწვევს არაეფექტიანად მომუშავე ადამიანების რაღაც გარკვეულ რაოდენობას და ეს გარკვეული რაოდენობა საქართველოში საკმაოდ ბევრია. ყოველივე ეს კი აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩემი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის 10 %-იანი ზრდა არის შესაძლებელი, თუ ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, თუ ადამიანები აარჩევენ სწორად პროფესიას, იმ პროფესიას, რომელშიც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს. თუ ეს პროფესია და სიამოვნების წყარო ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ ადამიანი არის არაგაზომვადად ეფექტიანი და პროდუქტიული" - აღნიშნა ნიკა როსტომაშვილმა.

,,ვფიქრობ, სწორად აირჩიო პროფესია, ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, დღევანდელი შეხვედრა იყო ინფორმაციულად დატვირთული და ძალიან საინტერესო" - განაცხადა თსუ–ს სტუდენტმა ირინა ჭოხონელიძემ.

ლექცია კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary