კონცერტი კონსერვატორიაში
02 ივლისი, 2014
კონცერტი კონსერვატორიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდა ჯაზმენმა პაპუნა შარიქაძემ და ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა საქველმოქმედო კონცერტი გამართეს.

ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას იღებდა ბექა გოჩიაშვილი, ქართველი ვირტუოზი, რომელიც საგანგებოდ ამ დღისთვის ეწვია საქართველოს ამერიკიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ კონცერტი საქველმოქმედო იყო, ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება კონსერვატორიის სტუდენტის ნინო ჩიქოვანის დახმარების ფონდში. ის არის ახალგაზრდა ვოკალისტი და მოცეკვავე, რომელსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ამიტომ კონსერვატორიის დარბაზში გაიმართება კიდევ ორი კონცერტი და რამდენიმე ღონისძიება მის დასახმარებლად. 

საღამო გახსნა პაპუნა შარიქაძემ ჯაზური თემით, რომელიც მის მეგობარს, ესპანელ გიტარისტს მიეძღვნა. ის არის ნიჭიერი, ახალგაზრდა ჯაზმენი, რომელიც კონსერვატორიაში ჯერ არ სწავლობს, მაგრამ ცოტა ხანში მიემგზავრება ბოსტონის საზაფხულო სასწავლებელში. შემდეგი ნომრით მას შეუერთდა ლიზი რამიშვილი, ახალგაზრდა ჩელისტი, რომელმაც ერთი წლის წინ დაიმსახურა და მიიღო საჩუქრად ინსტრუმენტი. მესამე მონაწილემ ბექა გოჩიაშვილიმა ძალიან მცირე ასაკში მოახერხა, მიეპყრო არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ჯაზმენების ყურადღება და დღეს ის ამერიკაში ჯაზის ფაკულტეტზე სწავლობს, რომელიც საგანგებოდ მისთვის ჩამოყალიბდა.

სტუდენტის მარიამ ნებიერიძის თქმით: "ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა. ვიცი, რომ საინტერესო იქნება ახალგაზრდა მუსიკოსების მოსმენა. კონცერტი საქველმოქმედოა, ამიტომ ორმაგად მიხარია. კარგი იქნება, თუ შეგროვდება იმ რაოდენობის თანხა, რომელიც ნინოს მკურნალობისთვის არის საჭირო".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary