აკა მორჩილაძის “ჩრდილი გზაზე” - ისტორია და სოციოლოგია მეცნიერების გარეშე
03 ივლისი, 2014
აკა მორჩილაძის “ჩრდილი გზაზე” - ისტორია და სოციოლოგია მეცნიერების გარეშე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის სტუმარი დავით პაიჭაძე იყო.

ამავე უნივერსიტეტის პროფესორმა და ჟურნალისტმა აკა მორჩილაძის რომანზე - "ჩრდილი გზაზე" ისაუბრა.

მომხსენებლის საუბრიდან გაირკვა, რომ ეს სულაც არ არის პროზაული სახის ნაწარმოები და რეალურად პუბლიცისტური ნაშრომია, რომელიც 40-50-იანი წლების საქართველოში გვამოგზაურებს: "აკა მორჩილაძის შემოქმედებაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ის კი არ იგონებს, არამედ ჰყვება ნამდვილ ამბებს საბჭოთა საქართველოდან. ქართველი მკითხველი მიჩვეულია კატეგორიულ პუბლიცისტიკას, სადაც ავტორი იცავს რაღაც პოზიციას, წარმოადგენს მას და სჯერა, რომ მკითხველი გვერდით დაუდგება, ამ შემთხვევაში ნაწარმოები მთლიანად დაცლილია კატეგორიულობისა და პირადი შეფასებებისგან. გამჭოლი მოტივი ამ წიგნისა არის თბილისური კრიმინალის თავგადასავალი (თხრობა თბილისურ კრიმინალზე)". 

ჟურნალისტი ნაწარმოების წაკითხვას განსაკუთრებით 90-იან წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს ურჩევს, რომლებსაც ამ ეპოქასთან ბევრი არაფერი აკავშირებს. შეიძლება მას თბილისის ქუჩური კულტურის ესეც ეწოდოს, რომელიც აუცილებლად გაგვარკვევს, თუ ვის შეიძლება ეწოდოს "პატიოსანი კაცი", საიდან გაჩნდა და რეალურად რას ნიშნავდა სიტყვა "სასტავი", "კუსოკი" და ა. შ.

ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბის მენეჯერის მაშო სამადაშვილის თქმით: "დღეს უკვე მეცხრე შეხვედრას ვატარებთ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვსაუბრობთ ქართველ ავტორზე, დანარჩენი რვა შეხვედრა უცხოელ ავტორებს დაეთმო. განსაკუთრებით მიხარია, რომ ნაწარმოები განვიხილეთ, როგორც ეპოქის ანატომია. ყოველთვის ვცდილობთ, სხვა ფოკუსით დავანახოთ მსმენელს ტექსტი და ამჯერადაც ასე მოხდა".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary