ვეფხისტყაოსანი თანამედროვეობის სარკმლიდან
05 ივლისი, 2014
ვეფხისტყაოსანი თანამედროვეობის სარკმლიდან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ,,რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციის" ხელშეწყობით საჯარო ლექცია გაიმართა "ვეფხისტყაოსნის" რელიგიურ-კულტურულ-ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ.

ლექციას წარუძღვა ლიტერატორი, მთარგმნელი ოქთაი ქაზუმოვი, რომელმაც ისაუბრა ცნობილი სპარსელი პოეტისა და ჰუმანისტის ნიზამი განჯევის ორ ღირსშესანიშნავ პოემაზე: "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი"(1188), მან პარალელები გაავლო ამ ორ პოემასა და ,,ვეფხისტყაოსანს" შორის. გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაზე სუფიზმის (ისლამის შინაგანი, მისტიკური, ფსიქოსულიერი განზომილება) გავლენა შეინიშნება.

ოქთაი ქაზუმოვმა გაიხსენა და მიმოიხილა ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო პასაჟი ,,ვეფხისტყაოსნიდან" და ისაუბრა იმაზეც, თუ რატომაა იგი გენიალური: ,,ჩემი აზრით, ავთანდილია პოემის მთავარი გმირი მიუხედავად იმისა, რომ ტარიელის ამბავი ბევრად უფრო ადრე იწყება. ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ტარიელია მთავარი პერსონაჟი, თუმცა, ეს ასე არ , რადგან ტარიელი არ მოქმედებს, იგი მხოლოდ ამბებს გადმოგვცემს, პოემაში ვეფხისტყაოსნობაა მთავარი გმირობა. ნაწარმოებში ერსონაჟები სიყვარულის მოსაპოვებლად ტანჯვის გზას გადიან და მხოლოდ ასე აღწევენ ბედნიერებას. ვფიქრობ, რომ ,,ვეფხისტყაოსანი"არის ის, რაც ყოველთვის მუდმივად უნდა იკითხოს ადამიანმა, რადგან ყოველჯერზე მასში სხვადასხვა რამის აღმოჩენაა შესაძლებელი".

,,დღეს ჩვენ მოწვეული გვყავდა ცნობილი ლიტერატორი და მთარგმნელი, რომელმაც ისაუბრა ,,ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მის ფილოსოფიაზე, გააკეთა შედარება აღმოსავლურ ნაწარმოებებთან. საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი გამოვიდა ლექცია, რადგან რუსთაველის შემოქმედება თანამედროვე გადმოსახედიდანაც საინტერესო და ღირსშესანიშნავია" - გვითხრა თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდული ,,რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციის" ხელმძღვანელმა გიორგი პოპიაშვილმა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary