მაგისტრანტების გამოსაშვები ცერემონია ილიაუნიში
05 ივლისი, 2014
მაგისტრანტების გამოსაშვები ცერემონია ილიაუნიში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის მაგისტრანტების გამოსაშვები საღამო ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

სტუდენტებს სწავლის დასრულება რექტორმა გიგა ზედანიამ მიულოცა. ტრადიციულად წელსაც ჩატარდა კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა, წელს ეს თორნიკე ზურაბაშვილი იყო. 

ცერემონიას სტუმრის სტატუსით ეწვია კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და კრიტიკოსი გოგი გვახარია. მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ არასდროს შეწყვიტონ სწავლა. მართალია, ისინი უკვე განათლების მაღალ საფეხურზე დგანან, მაგრამ თვითგანვითარებასა და წინსვლას თავი არასდროს უნდა დაანებონ. ასევე აღნიშნა, რომ დღეს უამრავი სტუდენტი იმისთვის სწავლობს, რომ საბოლოოდ დატოვოს საქართველო და შეიქმნას უკეთესი მომავალი ევროპისა და ამერიკის საზღვრებში. მან მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ დარჩნენ და აქ სცადონ საკუთარი ცოდნის რეალიზება.

კურსდამთავრებულ თორნიკე ზურაბაშვილის თქმით: "ჩატარდა კონკურსი, სადაც გავაგზავნე ჩემი სიტყვის მონახაზი, რომელიც ადმინისტრაციამ შეაფასა, როგორც საუკეთესო. სწორედ ამიტომ გავხდი დღევანდელი დღის პრეზენტატორი. დავამთავრე ილის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, საინტერესო და ბევრის მომცემი იყო აქ სწავლა. სექტემბრიდან ირლანდიაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკის მეცნიერებისა და საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტზე".

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary