მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში
07 ივლისი, 2014
მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა რიგით მეექვსე ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში.

ღონისძიებას თსუ-ს რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოსა და გერმანიის აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სკოლა-სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდა გერმანიის იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რამდენიმე ინსტიტუტის დირექტორი და წამყვანი სპეციალისტი, ასევე პროფესორები ბონის, მიუნსტერის, კიოლნის, აახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციების დაფინანსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს. ამავე ფონდის თანადაფინანსების წყალობით ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების ჩართულობა იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე კვლევებში. თსუ-ს სტუდენტები სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს ასრულებენ იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საერთაშორისო კოლაბორაციების ფარგლებში. ახლო მომავლისთვის წარმატებული დოქტორანტებისათვის დაგეგმილია გერმანულ უნივერსიტეტებთან საერთო სადოქტორო პროგრამების შექმნა, რაც ქართველ სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ ორმაგი ხარისხის დიპლომი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary