სეუ-ს სტუდენტთა დასაქმება
07 ივლისი, 2014
სეუ-ს სტუდენტთა დასაქმება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სტუდენტთა დასაქმების საკითხზე.

სეუ-ს შვილობილი კომპანიები: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Business Startup Credit" და ტურისტული კომპანია "SEU Travel" იწყებენ თანამშრომლების შერჩევას, ისინი გეგმავენ სეუ-ს სტუდენტებისგან დააკომპლექტონ გუნდი, რომელიც სტაჟირებას გაივლის მათ კომპანიებში და საშუალება ექნებათ, დასაქმდნენ ბიზნესის ან ტურიზმის სფეროში.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი, ტურისტული კომპანია ,,Discover Georgia"-ს წარმომადგენელი ნინო კეკელიძე და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Business Startup Credit"-ის ხელმძღვანელი ლევან კალანდარიშვილი.

,,Discover Georgia" 20 სტუდენტს ჩაუტარებს ტრენინგებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით, მათ ორთვიანი სტაჟირების შემდეგ გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
,,ჩვენი პროგრამა მოიცავს ორ თვეს და არის საკმაოდ დატვირთული, ის, რაც თეორიულად იცით, საშუალება გეძლევათ, რომ პრაქტიკაში გამოიყენოთ და, რაც ყველაზე მთავარია, ეს პროგრამა სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივას გაძლევთ" - განაცხადა ნინო კეკელიძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "Business Startup Credit" საკუთარ ცოდნას გაუზიარებს 24 სტუდენტს, რომლებიც ორთვიან სტაჟირებას გაივლიან, მათგან საუკეთესო 15 კი გახდება კომპანიის თანამშრომელი, რაც შეეხება შერჩევას, ამისათვის აუცილებელია 2 ეტაპის გავლა: ტესტირება და გასაუბრება, პრიორიტეტი მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე და უცხო ენის (რუსული,ინგლისური) მცოდნე სტუდენტებს.

,,სტაჟიორებს დაევალებათ, როგორც ბაზრის კვლევა, ასევე პროდუქტების შემუშავება. სტაჟირება მოიცავს ორთვიან პერიოდს, შემდგომში წარმატებულ სტუდენტებს ავარჩევთ და დავასაქმებთ" - აღნიშნა ლევან კალანდარიშვილმა.

,,მივესალმები ამ ინიციატივას, რადგან სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ სტაჟირება ასეთ წარმატებულ კომპანიაში, რაც მომავალში მეტად სასარგებლო იქნება მათთვის. ვფიქრობ, რომ ის ყველაფერი, რასაც უნივერსიტეტში ვსწავლობთ, არის მხოლოდ თეორია, რომელიც პრაქტიკის გარეშე არაფრის მომცემია" - აღნიშნა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტმა თამთა ციციშვილმა.

,,მსურს, ასეთი იდეისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ გიასა და არსებულ ორგანიზაციებს იმისათვის, რომ ასეთ კარგ შანსს გვაძლევენ სტუდენტებს, ვფიქრობ, რომ ამით ჩვენ ბევრ რამეს ვისწავლით და, რაც მთავარია, გამოცდილებას შევიძენთ" - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა ნინო მიქოიანმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary