საჯარო ლექცია თემაზე „მედიტაციის ენა ფსიქოთერაპიაში“
20 ივნისი, 2013
საჯარო ლექცია თემაზე „მედიტაციის ენა ფსიქოთერაპიაში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდული ფსიქოლოგთა კლუბის" ორგანიზებით საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე "მედიტაციის ენა ფსიქოთერაპიაში".
ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნული და კომუნიკაციური რესურსების ცენტრის დირექტორი დავით ამირეჯიბი უძღვებოდა.
ლექციაზე მედიტაციის დინამიკური და სტატიკური ფორმები განიხილეს.
დავით ამირეჯიბის განმარტებით, მედიტაცია ნიშნავს მოძრაობას ცენტრისკენ, რაც შენს ფიქრებში, სიტყვებში ვლინდება. მედიტაციის ორი ტიპის განსახილველად მან თეატრის მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ მაყურებელი განიცდის სტატიკურ მედიტაციას, რადგან ზის და უყურებს. მაყურებლისგან განსხვავებით, მსახიობი განიცდის დინამიკურ მედიტაციას, ვინაიდან მისი აქტივობა იშლება ეთნოსში.
"თავის მხრივ, მედიტაცია ენის მახასიათებელია. იგი დასაბამს ადამის დროიდან იღებს. მაშინ, როდესაც მოხდა ყოფიერების შეტანა ადამის ცნობიერებაში და მის სხეულში" - აღნიშნა დავით ამირეჯიბმა და დასძინა, რომ ბიბლია იწყება სიტყვებით "დაე იყოს".
დინაკური მედიტაცია, როგორც ცენტრის დირექტორმა ახსნა, ეს არის ძლიერი განმანწყობელი ტექსტი, რომელიც შემდეგ იშლება ადამიანის ცხოვრებაში. ის, რასაც დრამატურგი ხაზს უსვამს თავის ტექსტში, მსახიობი გადმოსცემს ამას თავისი არაემოციურობით თუ ემოციით.
"მედიტაცია, ზოგადად, საინტერესო თემაა, მითუმეტეს, როდესაც საინტერესოდ ხსნიან. ამისთვის მადლობა მინდა, გადავუხადო ბატონ დავითს" - აღნიშნა ნინო არეშიძემ და დასძინა, რომ მოხარული იქნება, თუ მსგავ საკითხებთან დაკავშირებით ინტენსიური შეხვედრები გაიმართება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary