ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია თსუ-ში
08 ივლისი, 2014
ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანური სამართლის ინსტიტუტის პრეზენტაცია გაიმართა.
ესპანური სამართლის ინსტიტუტი ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად შეიქმნა.

თსუ-ს რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, "დღეს გაფორმდა კონსორციუმი, რომელშიც თსუ, ესპანეთის, იტალიისა და კოლუმბიის - სულ 7 უნივერსიტეტია გაერთიანებული. კონსორციუმი სამართლის დარგში კვლევების გაფართოებისა და ამ კვლევებში ჩვენი უნივერსიტეტის ჩართვისთვის ახალ შესაძლებლობას ხსნის, რაც ქართული სამართლის სკოლის კიდევ ერთი მიღწევაა. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის".

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს კვლევას. უნივერსიტეტთაშორის თანამშრომლობაში ჩართულია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტი (იტალია), სალენტოს უნივერსიტეტი (იტალია), ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი (ესპანეთი), სევილიის, კადისის უნივერსიტეტები (ესპანეთი), ბარანკიის უნივერსიტეტი (კოლუმბია).

სტუდენტ ლიკა კურტანიძის თქმით: "დღევანდელი შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ასევე ესპანეთისთვის".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary