ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი ილიაუნის ევროპის ცენტრში
08 ივლისი, 2014
ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსი ილიაუნის ევროპის ცენტრში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპის ცენტრმა ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსს, პროფესორებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს უმასპინძლა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული ცენტრი წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ კვლევით ცენტრს, რომელიც აერთიანებს არაერთ პროფესორსა და მკვლევარს.

შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფაბი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სანდრა სზაბო, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დუმიტრუ ბადეა, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიტ თურქი, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.

სტუდენტ მიხეილ მირზაშვილის თქმით: "დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს ორმხრივი თანამშრომლობისას გასაზღვრული რეფორმების შესრულებით. საუბარი იყო, როგორც შეთანხმების პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილზე, რაც ახალი ეტაპია საქართველოსთვის და წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე".

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ღონისძიებას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი დავით აფრასიძე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary