იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
08 ივლისი, 2014
იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.

ხელშეკრულების გაფორმების მიზანია: სტუდენტთა ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მათ ურთიერთგაცვლას სტაჟირების, სამაგისტრო და სადოქოტორო პროგრამების მეშვეობით, ქართველი მეცნიერების მხარდაჭერა ერთობლივ კვლევით საქმიანობასა და სამეცნიერო დანადგარების აღჭურვაში, საშუალო და გრძელვადიანი ერთობლივი პროექტების განხორციელება იულიხის კვლევითი ცენტრის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

დღევანდელ დღეს ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელიც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი მხარეები ხელს შეუწყობენ გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას საქართველოს უნივერსიტეტებსა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის, რაც საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გახდნენ სამეცნიერო საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი. 

გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრი და საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმი ქართველი მეცნიერების საქართველოში დაბრუნებას შეუწყობენ ხელს და უზრუნველყოფენ მათთვის ლაბორატორიების აღჭურვასა და სამუშაო პირობების შექმნას.

შეხვედრის დასასრულს სებასტიან შმიდტმა ყურადღება გაამახვილა განათლების აუცილებლობაზე და მადლობა გადაუხადა ქართველ წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა საქართველოსთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მათი ურთიერთობა ახალ ფაზაში გადაინაცვლებს.



გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary