თანამედროვე ქართული გრაფიკა
09 ივლისი, 2014
თანამედროვე ქართული გრაფიკა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
გამომცემლობა ,,არტანუჯისა" და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თაოსნობით გამოფენა ,,თანამედროვე ქართული გრაფიკა" გაიხსნა.

გამოფენა ეწყობა ,,არტანუჯის" მიერ გამოცემული ღია ბარათების სერიის ,,ქართველი მხატვრები" ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილია შემდეგი მხატვრების გრაფიკული ნამუშევრები: ირაკლი ფარჯიანი, ესმა ონიანი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ბერდია არაბული, ტატო ახალკაციშვილი, ოთარ ბულეიშვილი, გიორგი გაწერელია, ლეილა გრიგოლია, თეონა დოღონაძე, ნინო ინჯია, ნინო კობაიძე, თედო რეხვიაშვილი, დეა სოსელია და ირაკლი ტოკლიკიშვილი.

,,თანამედროვე ქართული გრაფიკა" თბილისის ისტორიის მუზეუმისა და გამომცემლობა ,,არტანუჯის" ერთობლივი გამოფენაა, რომელიც ერთგვარად აერთიანებს ,,არტანუჯის" მიერ გამოცემულ კრებულებს. ჩვენ ვგეგმავთ, მომავალში არაერთი ქართველი მხატვრის შემოქმედება გავაცნოთ საზოგადოებას ღია ბარათების სახით" - განაცხადა გამომცემლობა ,,არტანუჯის" წარმომადგენელმა თამარ ლონდარიძემ.

,,ამ გამოფენას ასეთი სახელწოდება აქვს ,,თანამედროვე ქართული გრაფიკა" ანუ მხტვრები, რომელთაც შექმნეს გრაფიკული ნამუშევრები. დღევანდელ გამოფენაზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი გვხვდება, რაც შეეხება ჩვენს მიზანს, ვფიქრობ, რომ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია, ჩვენ გვსურს, გრაფიკული ნამუშევრების გაერთიანება ღია ბარათებში" - აღნიშნა თბილისის ისტორიის მუზეუმის გამოფენების ორგანიზატორმა ლიკა ბარათაშვილმა.

გამომცემლობა ,,არტანუჯმა" უკვე დაბეჭდა ღია ბარათების ოთხი (ირაკლი ფარჯიანის, ესმა ონიანის, რუსუდან ფეტვიაშვილისა და 14 ახალგაზრდა მხატვრის) კრებული, თითოში შესულია 16 ღია ბარათი.

,,დღევანდელი დღე, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა თაობის მხატვრები ვიკრიბებით ფარჯიანის, ფეტვიაშვილისა და ესმა ონიანის გვერდით, ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, იმედი მაქვს, რომ ჩემს ნამუშევრებს მოიწონებს საზოგადოება და კიდევ ბევრჯერ გამართება მსგავსი ტიპის ღონისძიებები" - გვითხრა ერთ-ერთმა გრაფიკოსმა ირაკლი ტოკლიკიშვილმა.
გამოფენა გაგრძელდება 12 აგვისტომდე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary