,,ტრანსფორმაცია" სამხატვრო აკადემიაში
20 ივნისი, 2013
,,ტრანსფორმაცია" სამხატვრო აკადემიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ტრანსფორმაცია" - ამ სახელწოდებით დღეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტების ნამუშევრები, ისე დიზაინერების, არქიტექტორების, მედიახელოვნებისა და ხელოვნებათმცოდნეების.

გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ არა მარტო დამამთავრებელი, არამედ მეორე და მესამე კურსის სტუდენტები. მონაწილეობა მიიღო 30–მა სტუდენტმა და დამთვალიერებელს მათი 35 ნამუშევრის ნახვა შეეძლო. გამოფენა ყოველ წელიწადს იმართება. წელს, ძირითადად, ნატურმორტები და პორტრეტები იყო წარმოდგენილი. ოთარ ჩაკვეტაძის თქმით, სტუდენტებისათვის ასეთი გამოფენების მოწყობა სასარგებლოა. ,,მათ უყალიბდებათ მაღალი დონის გემოვნება და სწავლობენ ფერწერის, ხატვის, ქანდაკებების დეტალებს, რაც საშულებას აძლევთ, მათ ეს თავიანთ პროფესიაში გამოიყენონ" – აღნიშნა ზოგადი ფერწერის მიმართულების ხელმძღვანელმა ოთარ ჩაკვეტაძემ.
როგორც მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, ასეთი ინიციატივები სასარგებლოა მათი განვითარებისათვის, რადგან ამით იღებენ დიდ გამოცდილებას და ივითარებენ პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს.
აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენა მეოთხედ ჩატარდა და მისი ნახვა დამთვალიერებელს თბილისის სამხატვრო აკადემიაში ორი კვირის განმავლობაში შეეძლება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary