კრიტიკული მასა
11 ივლისი, 2014
კრიტიკული მასა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ველოსიპედისტების დიდი ჯგუფი ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე ერთად გაუყვა გზას.

საღამოს 8 საათზე გაიხსნა თბილისის ველოკვირეული კრიტიკული მასით.

კრიტიკული მასა არის ღონისძიება, სადაც ველოსიპედისტების დიდი ჯგუფი ერთად ატარებს გზაზე ველოსიპედებს. კრიტიკული მასის მიზანია, გააგებინოს მძღოლებს გზაზე ველოსიპედისტების არსებობის შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ველოსიპედის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია.

ველომრბოლელ ანა ჯობაძის თქმით: "წინა კვირეულს ვერ დავესწარი, ამიტომ დღევანდელ დღეს მოუთმენლად ველოდი. ბევრ შეჯიბრში ვიღებ მონაწილეობას. ზოგჯერ პრიზებს მხოლოდ იმიტომ ვიღებ, რომ ერთადერთი გოგო მონაწილე ვარ. ვფიქრობ, რომ თბილისის ველოკვირეულის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, არასდროს მინახავს ფილმი ველოსიპედებზე და ერთი სული მაქვს ვნახო. ძალიან კარგი იდეა დევს კრიტიკულ მასაში, მძღოლები ხშირად საფრთხის ქვეშ აგდებენ ჩვენს უსაფრთხოებას და ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველ პარასკევს ასე მასშტაბურად შევახსენოთ ჩვენი არსებობა. მე, მაგალითად, მზად ვარ ყოველ საღამოს მოვიდე შეკრებაზე. ზოგადად, სპორტი ძალიან მიყვარს, კლდეზე ვცოცავ და ვცდილობ, ყოველ დღე ვიარო ველოსიპედით. გირჩევთ, მისდიოთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს და თქვენი მეგობრებიც ჩართოთ ამ აქტივობაში".

ველოკვირეული ხვალ - ველოშუადღით, ზეგ - ანტინარკოტიკული მარათონით, 13-ში - ფილმის ჩვენებითა და 14-ში - "ოქროს სპრინტი" + თბილისის ველოკვირეულის წვეულებით გაგრძელდება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary