ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა ფილმის ჩვენება მოაწყო
20 ივნისი, 2013
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა ფილმის ჩვენება მოაწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა ფილმის ჩვენება ,,სამოთხის სურნელი".
უკვე ერთი თვეა, რაც ახალგარდა პოლიტოლოგთა კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა.
კლუბში ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ჩართულნი და ისინი პოლიტოლოგიასთან დაკავშირებული საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიებებით სხვა სტუდენტების დაინტერესებასა და მოზიდვას ცდილობენ.
ახალგაზრდა პოლიტოლოგთა ერთ-ერთი დამაარსებლის და აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ლია გელაშვილის თქმით, ფილმის თემა საკმაოდ აქტუალურია, რადგან იგი ავღანეთში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის.
,,ფილმში კარგად ჩანს ჩეჩენი ხალხის პოზიცია, ასევე რუსეთის და ამერიკის მიზნები, რომლებიც აქტიურად არიან ამ პროცესებში ჩართულნი. ფილმში ნაჩვენებია მათი როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები"- აღნიშნა ლია გელაშვილმა.
ფილმის შემდეგ შედგა დისკუსია, რომლის დროსაც სტუდენტებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს და იმსჯელეს ავღანეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
,,ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია ავღანეთის თემა. ბევრი ქართველი მიდის ავღანეთში და აუცილებელია, რომ სტუდენტები ინფორმირებულნი იყვნენ ყველაფრის შესახებ"-აღნიშნა თინინა ლემონჯავამ, რომელიც ესწრებოდა ფილმის ჩვენებას.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary